ეროვნული მოძრაობის ამსახველი ფოტოგამოფენა ზუგდიდში
ასოციაცია "ათინათმა" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო. ზუგდიდელი ფოტოგრაფის შაქრო როგავას დღემდე გამოუქვეყნებელ ფოტოებზე აღბეჭდილია ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, სოხუმისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართული მიტინგები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მოქალაქეები.გაუმჟღავნებელი 20-მდე ფირი ფოტოგრაფის შვილიშვილმა ლევან ბებიამ შემთხვევით, ბაბუას სახელოსნოში აღმოაჩინა. მათ გამჟღავნებასა და დაბეჭდვას კი "ათინათმა" გაუწია ორგანიზება.ღონისძიებას შაქრო როგავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს. "დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მამაჩემი ხელახლა დაიბადა. ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი, ლაპარაკი მიჭირს, სიტყვებს ვერ ვპოულობ. იმდენი სურათია, იმდენი ხალხია, დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს", - თქვა ფოტოგრაფის შვილმა, ელისო როგავამ. ფოტოგამოფენის მხარდამჭერები იყვნენ. სასტუმრო Palm Beach, მედიქალ ვორლდის ლაბორატორია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ლაზიკა კაპიტალი, სამშენებლო კომპანია "მგმ", ბენზინგასამართი სადგური "გეკო". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
შაქრო როგავას ფოტოების გამოფენა ზუგდიდში
Radio Atinati
2
რუსთავში 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავი აღნიშნეს
Open Rustavi
ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ეროვნულ არქივ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მიტინგი
netgazeti ge
32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
TV IMEDI