2
ასოციაცია "ათინათმა" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო. ზუგდიდელი ფოტოგრაფის შაქრო როგავას დღემდე გამოუქვეყნებელ ფოტოებზე აღბეჭდილია ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, სოხუმისა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართული მიტინგები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მოქალაქეები. გაუმჟღავნებელი 20-მდე ფირი ფოტოგრაფის შვილიშვილმა ლევან ბებიამ შემთხვევით, ბაბუას სახელოსნოში აღმოაჩინა. მათ გამჟღავნებასა და დაბეჭდვას კი "ათინათმა" გაუწია ორგანიზება.ღონისძიებას შაქრო როგავასა და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს. "დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მამაჩემი ხელახლა დაიბადა. ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი, ლაპარაკი მიჭირს, სიტყვებს ვერ ვპოულობ. იმდენი სურათია, იმდენი ხალხია, დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს", - თქვა ფოტოგრაფის შვილმა, ელისო როგავამ. ფოტოგამოფენის მხარდამჭერები იყვნენ. სასტუმრო Palm Beach, მედიქალ ვორლდის ლაბორატორია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ლაზიკა კაპიტალი, სამშენებლო კომპანია "მგმ", ბენზინგასამართი სადგური "გეკო". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ავამღერე სიყვარული ვაჟა მალაციძე
GeorgianMelodyქართულიმელოდია
მედია რენტგენი | რადიო "თავისუფლება" და მედია ინკვიზიტორების...
Temur Charelashvili
„ევროპის გუნდის“ პროექტები - ევროკავშირი 2023 წელს ორი ახალი...
TV IMEDI
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
ევროპის დღე 2023 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორბელიანის მოე...
TV IMEDI
ნინას არვინ ninas arvin ♛
From Georgia
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკიდურესად გაჭირვებული ქამადაძეების მძიმე ყოველდღიურობა საფრ...
TV 25