1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ეროვნულ არქივში

19.01.2024 05:34

გასული საუკუნის 20-იანი წლების მძიმე მემკვიდრეობის შესახებ მალე საზოგადოება დღემდე უცნობ მასალებს და ისტორიულ დოკუმენტებს გაეცნობა. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წლის საერთო-სახალხო აჯანყებიდან 100 წლისთავი არაერთი ღონისძიებით აღინიშნება. წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და აჯანყების მონაწილეთა დასჯის სასტიკი მეთოდები, გაძევებული ყოფილი თავად-აზნაურები, რეპრესიების ამსახველი ჩანაწერები - მძიმე ისტორიებს სხვადასხვა ფორმით გააცოცხლებენ. საჯარო ლექციები, ვიდეოჩანაწერები და უნიკალური მასალები - ქვეყნის ისტორიის უმძიმეს პერიოდის ამსახველი დოკუმენტები ეროვნული არქივის ვებგვერდზეც განთავსდება. დაგეგმილია გამოფენაც. 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: