გარემოვაჭრეები მერის მოადგილეს დაუპირისპირდნენ

02/02/2018
Tatia Rogava-ის მიერ

საკრებულოს სხდომაზე გარე და შიდა მოვაჭრეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინიც გარეთ დაიწყებენ მუშაობას. სხდომაზე ერთმანეთს მერის მოადგილე და გარემოვაჭრეებიც დაუპირისპირდნენ. მათ მაიზერ ნანავას უთხრეს, რომ მერმა ლაშა გოგიამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და შიდა მოვაჭრეები შეგნებულად დაუპირისპირა. აღნიშნულს ნანავამ დემაგოგია უწოდა.

სიტუაციის განმუხტვა დეპუტატებმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ შეძლეს.

გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ისინი დილიდან ზუგდიდის მერიის შენობის წინ იმყოფებოდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქცია ბაზრის შიდა მოვაჭრეებმაც გამართეს. ისინი გარევაჭრობას აპროტესტებენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/