გარე-ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია გარე-ვაჭრობის რეგულირების წესის განხილვამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ შევიდა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი, როცა, წითლიძის თქმით, საკრებულოსა და მერიას არასამთავრობოებთან და მოვაჭრეებთან ერთად უნდა განეხილა გარე-ვაჭრობის წესის რეგულირება. ანა წითლიძის განცხადებას, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევადაა მიღებული და ხელისუფლება არ ითვალისწინებს გარემოვაჭრეების აზრს, კამათი მოჰყვა. საკრებულოს წევრმა თენგიზ ხარჩილავამ მას უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. საკრებულოს წევრებს შორის დაწყებული შელაპარაკება ურთიერთბრალდებებსა და შეურაცხყოფებში გადაიზარდა, რის შემდეგაც ხარჩილავამ ოთახი დატოვა. დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგ ფოეიშიც გაგრძელდა. რაც შეეხება გარე-ვაჭრობის აკრძალვას, წითლიძის თქმით, ქალაქის მერმა უნდა გასცეს პასუხი გარემოვაჭრეებს. თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად. „მერის მხრიდან იყო დაპირება, რომ საკრებულო საკითხს არ მიიღებდა მანამ, სანამ არ შეჯერდებოდა მოვაჭრეების, გარემოვაჭრეების, არასამთავრობოებისა, ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები და გადაწყვეტილებას მივიღებდით ერთობლივად. ქალაქის იერსახის მოწესრიგება ყველას ინტერესებშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ასე სწრაფად და არ გაითვალისწინო გარემოვაჭრეების აზრი“, - აღნიშნა წითლიძემ. დღევანდელ სხდომაზე საკითხს „შემოგდებულს“ უწოდებს ბათლომე შელიაც და ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ იჩქარა საკრებულომ პროექტის დამტკიცება, როცა საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. „ბოლომდე ვიყავით ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესში, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ მაინც თავად მიიღო გადაწყვეტილება. არ ვენდობი, რადგან ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც უმტკივნეულოდ არ ჩაატარებს ამ პროცესს“, - თქვა ჟურნალისტებთან შელიამ. ოპოზიციისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, გადაწყვეტილება ყველა პრინციპის დაცვით მიიღეს. გარე-ვაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება, თუმცა, ყვავილების, სუვენირების, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასაყიდად მოწყობილების დადგმის ნებართვა გაიცემა. მატივე თქმით, ყველა გარე-მოვაჭრე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდება, თუმცა, წითლიძის ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა არგუმენტებით, აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. გარე-ვაჭრობის წესის რეგულაცია ძალაში საკანონდებლო პაკეტში შევსლის შემდეგ შევა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა ობოლაძე გარე ვაჭრობის აკრძალვისა და საგზაო რეგულირების...
Girchi • გირჩი
გარემოვაჭრეების აქცია გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მღვდელმსახურებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია
Radio Atinati
"ღია სტუდია" 23.03.17 " ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვა...
Georgian Public Radio
გარემოვაჭრეების აქცია გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერია წიგნებით მოვაჭრეების წინააღმდეგ
მაუწყებელი • Mautskebeli
აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster