გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი სავაჭრო საქონელი წაღებულია. მათივე თქმით, ისინი დახლების აღებასთან დაკავშირებით გაფრთხილებულები არ იყვნენ. „ჩვენთვის რომ ეთქვათ, რას აპირებდნენ, ჩვენს საქონელ მაინც ავიღებდით. არავის გავუფრთხილებივართ. წაღებულია ჩვენი სავაჭრო ტანსაცმლები და ნივთები“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ვარდო ქირიამ. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დღეს დილიდან შეიკრიბნენ. აქცია ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ისინი მერიის ზედამხედველობის მიერ წუხელ სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებენ და შესაბამის სამსახურებთან შეხვედრას ითხოვენ. „აქ ვაჭრობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, თავი რომ ვირჩინოთ. ვითხოვთ, რომ მოგვცენ უფლება აქ დავდგეთ და ვიმუშაოთ. ალტერნატიულ ფართს რაც შეეხება, ესეც მოგვატყუეს“, - თქვა ინგა ღაჭავამ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედვლებოს სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას ელოდებიან. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები წუხელ გვიან ღამით აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეები საკუთარ დახლებს იცავენ
Radio Atinati
ვითარება ჯვრის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედ...
Radio Atinati
გარემოვაჭრეების აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები დახმარებას მერაბ ქვარაიას სთხოვენ
Radio Atinati
ფართები რომელსაც მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს
Radio Atinati
დაპირისპირება პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა წითლიძის კომენტარი
Radio Atinati