სიფხიზლის დღე
რუსეთის ფედერაციის ქალაქ ტვერში, ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. რამდენიმე დღის წინ, ტვერის მიტროპოლიტმა სავამ, ადგილობრივი დეპუტატების მხარდაჭერით, თვითმფრინავში ჩაისვა სამღვდელოების წევრები და ტვერის თავზე, 600 მეტრის სიმაღლიდან, 70 ლიტრი წმინდა წყალი ასხა. ეს მოქმედება „სიფხიზლის დღის“ აღნიშვნას დაამთხვიეს. სამღვდელოების თქმით, „ყოველი ავადმყოფობა-ვირუსია, ვირუსი კი ეშმაკია.“-ასეთი ციტატა მოჰყავს რუსულ მედიას. კიდევ, ტვერის მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ ამგვარად ქალაქში შეძლებენ დაამარცხონ სოციალური უბედურებები, პროსტიტუცია და გზებზე ავტოავარიების რიცხვიც საგრძნობლად შეამცირონ. ერთ-ერთი სასულიერო პირი ყვება, რომ ტვერის თავზე ცოტა უფრო მორიდებულად 2006 წლიდან დაფრინავდნენ და ამ რიტუალს უკვე ტრადიციული ხასიათი მიეცა, თუმცა წელს წმინდა წყლის ლიტრაჟი ძალიან გაზარდეს. ამასთანავე, მისი თქმით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და ერთ-ერთმა ლოთმა, როცა ერთხელაც ცაში ახედა და მათი თვითმფრინავი დაინახა, ცოლს უთხრა, რომ აღარ დალევდა და აღარც დაულევია... მიტროპოლიტ სავას თვითმფრინავში თან ოპერატორიც ჰყავდა, რომელიც წმინდა წყლის ცაში ბიდონებით გადასხმას ოსტატურად იღებდა. კიდევ ორი წყვილი აიყოლეს, რომლებსაც თითქოს და წინა რეისების დროს ციდან წვეთები დაეცათ და განიკურნენ... ახლა საჩვენებელი მაგალითისთვის ჰყავდათ თან... მიტროპოლიტი სავა დარწმუნებულია, რომ ამ რიტუალის შემდეგ, ღვთაებრივი ძალების შეწევნით, ტვერში არსებული კატასტროფული სიტუაცია გამოსწორდება. თუმცა, თვითმფრინავში ყოფნისას სათადარიგო პარაშუტის სხეულზე დამაგრება არ დავიწყებია... რუსეთში გამძვინვარებულ და სამარცხვინო ლოთობას კომუნისტები ათასგვარი ხერხით ებრძოდნენ და ვერაფრით დაამარცხეს...როგორც ჩანს, რუსული სამღვდელოება ამჯერად სულ სხვა, წარმოუდგენლად მაღალ „ლეველზეა“ გასული. #ძალიანფხიზელირუსეთი #რუსეთი #ნოუჰაუ ნაკლების ნახვა Facebook - / simartlerusulad
მსგავსი ვიდეოები
როგორ ვმართოთ ძილ-ღვიძილის რიტმები? #2
მეცნიერება მარტივად
ირაკლი ჩარკვიანი - ია ცაკუალე (NEW) lyrics
Sophie Gourly
დილით ცარიელ კუჭზე სვამთ ყავას? მაშინ ნახე ეს ვიდეო
ხალხური მედიცინა
☕️ შეწყვიტე ყავის დალევა გაღვიძებიდან 90 წუთის მანძილზე
Lasha Kalatozishvili
GaGu - უთქმელი სიტყვები
GaGu
Tensey - Light in the Darkness
Kosta Sanikidze - მე ვგავდი
ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზ...
Radio Atinati