ირაკლი ჩარკვიანი - ია ცაკუალე (NEW) lyrics
ია ცაკუალე lyrics სიფხიზლე,უსაფრთხოების წესების უაზრო დაცვა- გარდაცვლილთა მოდაა, საკუთარი მე-ს გამოსვენება პოდიუმზე და ჩუმი ტაში ნახევრად დაცლილ დარბაზში. სიფრთხილე- სიფხიზლის მონაზონია, მარად ქალწულური კონსერვაცია,სულის ბოტულიზმი, გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია- მყრალი და ჩუმი. მატარებლები არ შემოდიან შენს სადგურში. შორით გვერდს უვლიან და სადღაც,წყვდიადში, ისმის მათი ჩუმი კანკანი. მე ერთადერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში, ვერას დიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს. ეს სიფხიზლეა, მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების. ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი, შენ სხვასთან წახვალ, რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ზღვასთან. სიფრთხილე-შენი მუზაა,ვაჭრული ზომის, სამლარიანი სამება,ჩაკუჭული ბიუსჰალტერში. მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ. შენნაირების გამო დაემხო რომი. -Video Upload powered by https://www.TunesToTube.com
მსგავსი ვიდეოები
„დედაენის“ ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია...
Tbilisi City Hall Presscentre
ნუცა ბუზალაძე ✨ #eurovision #shortsfeed #nutsabuzaladze
BarbiecalledWinter
„სიყვარულს მიღმა“ - სეზონი 1, ეპიზოდი 1
„სიყვარულს მიღმა“ - სეზონი 1, ეპიზოდი 2
„სიყვარულს მიღმა“ - სეზონი 1, ეპიზოდი 11
„სიყვარულს მიღმა“ - სეზონი 2, ეპიზოდი 12
„სიყვარულს მიღმა“ - სეზონი 1, ეპიზოდი 3