მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი გადასცა

10/24/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

24 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოს 19 მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ფოთის სამხატვრო სკოლების წარმომადგენლებს საჩუქრად სამხატვრო ინვენტარი გადასცა.
„რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის\" ფარგლებში, ქობულეთის, ჭიათურის, სამტრედიის, სენაკის, მცხეთის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ლენტეხის, გორის, ახალციხის, ბორჯომის, თელავის, გურჯაანის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის სახელოვნებო და სამხატვრო სკოლები აღიჭურვება მოლბერტებით, დაფებით, სადგამებითა და ტუმბოებით.
სამინისტროს დარბაზში გამოიფინა ამავე სამხატვრო სკოლების, წრეების გამორჩეული მოსწავლეების ნამუშევრები.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკი, ალექსანდრე მარგიშვილი,მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი თინათინ კლდიაშვილი, მერიისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები, რეგიონების სამხატვრო სკოლების ხელმძღვანელები, სტუდენტები და მოსწავლეები.
„რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის \" მიზანია ადგილობრივ სახელოვნებო, სამხატვრო სკოლებსა და კულტურის დაწესებულებებთან არსებული სამხატვრო წრეების მოსწავლეთა სწავლების დონის ამაღლება, სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და მატერიალურ--ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან