ზუგდიდში ტრენინგ ცენტრი „AchievementHub“ გაიხსნა (ვიდეო)
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ზუგდიდში ახალგაზრდული ტერენინგ ცენტრი „AchievementHub“ გაიხსნა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, აქ მოზარდებს საშუალება ექნებათ, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, არჩევანის გაკეთებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს დაეუფლონ. „ტრენინგ პროგრამები მოიცავს 10 აკადემიურ საათს და ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მოზარდებს უვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც შეეხება: ფინანსურ წიგნიერებას, დასაქმებისათვის მზაობას და მეწარმეობას. აქ მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ საგანმანთლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შეესაბამება სამეწარმეო კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოს და აღიარებულია ევროპის ტრენინგ ფონდის მიერ“, -თქვა ეკა გეგეშიძემ. პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 30-ზე მეტი მოზარდი, რომლებსაც კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს გადაეცათ. გეგეშიძის, ინფორმაციით, სერთიფიკატს რომელსაც კურსდამთავრებულები აქ აიღებენ მსოფლიოს 123 ქვეყანაში სამსახურის თუ უმარლეს სასწავლებელში ჩაბარებისას გამოადგებათ. ცენტრის დამფუძნებლები სასწავლო პროგრამის შემუშავებას მასწავლებლებისთვისაც გეგმავენ. ცენტრი, ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd), ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მხარდაჭერით შექმნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"სამუშაოს მოძიების უნარები"- ტრენინგი ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდში პრიველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს ონკოსკრინინ...
Radio Atinati
ზუგდიდში არჩევნების თემას დღეს...
odishitv
ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში სოციალურ თე...
Radio Atinati
"დავრგოთ მშვიდობის ხე" პროექტის...
odishitv
PINI ის ტრენინგი ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდში თხილის მავნებლის შესახებ ტრენინგი გაიმართა
Radio Atinati
ზუგდიდში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებ დიწყო
Radio Atinati