საშობაო (გურული) ღვეზელი - რეცეპტი | Food Cloud
ინგრედიენტები: 1. ფქვილი (250 გ.) 2. თბილი წყალი (150 მლ.) 3. საფუარი (1/4 ჩ.კ.) 4. შაქარი (1/2 ს.კ.) 5. ზეთი (1 ს.კ.) 6. ყველი იმერული (250-300 გ.) 7. კვერცხი (4 ც.) 8. მაწონი (1 ს.კ.) მომზადების მეთოდი: 1. საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ შაქარი, საფუარი და კარგად ამოურიეთ რათა საფუარი გააქტიურდეს. 2. გადააფარეთ ტილო და მოათავსეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით. 3. დროის გასვლის შემდგომ, დიდი ზომის ჯამში მოათავსეთ ფქვილი და დაუმატეთ უკვე გააქტიურებული საფუარი. 4. კარგად მოზილეთ მიღებული ცომი (დაახ. 15 წუთის განმავლობაში) 5. მოზელილი ცომი მოათავსეთ ჯამში, ფუნჯით გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ ტილო და თბილ ადგილას გააჩერეთ დაახლოებით 2 საათი. 6. სანამ ელოდებით ცომის აფუებას მოხარშეთ 3 ც. კვერცხი 10 წუთის განმავლობაში. 7. ცომი კიდევ ერთხელ მოზილეთ და გაჭერით სასურველ ზომის ნაჭრებად (ჩვენ მივიღეთ 2 ბურთი) 8. ცომის ბურთულები კიდევ ერთხელ გააჩერეთ 15-20 წუთით. 9. ამასობაში, გახეხეთ ყველი და წინასწარ გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე. 10. დროის გასვლის შემდგომ გააბრტყელეთ ცომი ისე რომ მიიღოთ იდეალური ფორმის წრე. 11. გახეხილი ყველი მოათავსეთ ცომის ნახევარ მხარეზე. 12. დაჭერით მოხარშული კვერცხი (დაახ. 1 სმ. სისქის ნაჭრებად) და მოათავსეთ ყველზე. 13. ცომის ცარიელი ნაწილი გადააფარეთ ყველს ისე რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმა. 14. კარგად შეუკარით გვერდები რათა ყველი არ გადმოვიდეს. 15. ჯამში მოათავსეთ 1 კვერცხის გული და მაწონი, გადაურიეთ ერთმანეთში და ფუნჯის დახმარებით გადაუსვით ღვეზელებს. 16. მოათავსეთ თქვენი ღვეზელები ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ლანგარზე. 17. წინასწარ გახურებულ ღუმელში (250 გრადუსზე) შედგით ღვეზელები 15-20 წუთით (ან სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას). თქვენი უგემრიელესი საშობაო (გურული) ღვეზელი მზადაა! გემრიელად მიირთვით :) გამოგვყევით Facebook-ზე - https://www.facebook.com/foodcloudgeo/ გამოგვყევით Instagram-ზე - https://www.instagram.com/foodcloudgeo/
Food Cloud-ის სხვა ვიდეოები
03:07
ტრადიციული იტალიური კარბონარა
01:03
სვანური თაშმიჯაბი | Food Cloud
01:07
როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი სახლში? | Food Cloud
02:27
Pizza Napoletana - ნამდვილი ნეაპოლური პიცა | Food...
00:52
მიწისთხილის კარაქის ორცხობილები | Food Cloud
01:08
გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ყველით | Food Cl...
01:20
კაკლები | Food Cloud
მსგავსი ვიდეოები
უგემრიელესი საშობაო (გურული) ღვეზელი | letscook.ge
LetsCookGe
როგორ მოვამზადოთ საშობაო ღვეზელი (Рождественский пирог)
Your Cooking Show
გურული ღვეზელი რეცეპტი
Likas Receptebi
ხაჭაპური მაწვნის ცომით, საოჯახო რეცეპტი ერთი საიდუმლო ინგრედ...
Apolines cuisine
საშობაო ღვეზელი კეცზე
Tatiana Kvekveskiri
საშობაო გურული ღვეზელი - Sashobao Guruli Gvezeli, საახალწლო...
Apolines cuisine
საშობაო გურული ღვეზელი - ღვეზელის მომზადება
ifif_ana
გილოცავთ ახალ 2020 წელს , HAPPY NEW YEAR 2020
Apolines cuisine