სვანური თაშმიჯაბი | Food Cloud

12/17/2020
Food Cloud-ის მიერ

სამოთხე ყველის მოყვარულთათვის - სვანური თაშმიჯაბი


ინგრედიენტები:

1. კარტოფილი (1კგ.)
2. ყველი სუგუნი (600-650გრ.)
3. რძე (50მლ.)
4. მარილი (1 ჩაის კოვზი)


მომზადების მეთოდი:

1. ჩაყარეთ კარტოფილი მოსახარშად.
2. სანამ კარტოფილი იხარშება დაჭერით ყველი საშუალო ზომის კუბებად.
3. მოხარშული კარტოფილი კარგად დაჭყლიტეთ.
4. დაამატეთ რძე.
5. ჩაყარეთ ყველის კუბები ცხელ ქვაბში (შენიშვნა: ამ დროს ქვაბი არ დგას ცეცლზე, თავად კარტოფილის სიცხემ უნდა დაადნოს ყველი).
6. კარტოფილი და ყველი ურიეთ მანამ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა.
7. დაამატეთ მარილი და თქვენი კერძი მზადაა.


გემრიელად მიირთვით !

გამოგვყევით Facebook-ზე -   / foodcloudgeo  

გამოგვყევით Instagram-ზე -   / foodcloudgeo