გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ყველით | Food Cloud

29.12.2020 01:08

ინგრედიენტები: 1. საშუალო ზომის კარტოფილი (3ც.) 2. ბეკონი (4-5ც.) 3. გამდნარი კარაქი (25გრ.) 4. პილპილი 5. მარილი 6. ყველი გაუდა (3 ნაჭერი) 7. მდნარი ყველის ფირფიტები (3ც.) მომზადების მეთოდი: 1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. 2. ჩაჭერით კარტოფილი ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული. 3. მოაყარეთ პილპილი და მარილი. 4. წაუსვით გამდნარი კარაქი და პერგამენტის ქაღალდით შედგით ღუმელში 45 წუთით. 5. როდესაც გამოიღებთ ღუმელიდან, დააცადეთ 2-3 წუთი, რათა კარტოფილი ოდნავ გაცივდეს (შენიშვნა: ღუმელი არ გამორთოთ, რადგან მალევე დაგჭირდებათ). 6. კიდევ ერთხელ გადაუსვით გამდნარი კარაქი. 7. დაიწყეთ დაჭრილი ბეკონისა და ყველი გაუდას ჩალაგება ჩაჭრილ კარტოფილში. 8. დაჭრილი მდნარი ყველის ფირფიტები დაალაგეთ კარტოფილს ზემოდან. 9. შედგით ღუმელში დამატებით 15 წუთით. 10. გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, გადმოაწყვეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით ! გამოგვყევით Facebook-ზე -   / foodcloudgeo   გამოგვყევით Instagram-ზე -   / foodcloudgeo

გაზიარება: