საშობაო ღვეზელი კეცზე
გამომყევით ჩემს ბლოგზე :https://www.cookwithtatiana.com/2021/... რეცეპტი საშობაო ღვეზელი კეცზე დღეს ჩემი გურული ბიჭებისთვის საშობაო იგივე გურული ღვეზელი გამოვაცხვე.გურული ღვეზელი მეგრული ელემენტებით ზემოდან გახეხილი სულუგუნი მოვაყარე.მინდა ყველას ბედნიერი შობა გაგიტენოთ უფალმა.ჩემი ღვეზელები ისეთი გემრიელი გამოვიდა ფუმფულა და ნაზი ცომით ბიჭებს ზალიან მოეწონათ. ინგრედიენტები: 1ჭ თბილი რძე 1ჩ/კ საფუარი 1 ც კვერცხი 100 გრ გამდნარი კარაქი მწიკვი მარილი 1ჩ/კ შაქარი 500 გრ ფქვილი გულსართი:იმერული ყველი 6 ც მოხარშული კვერცხი სულუგუნი ზემოდან მოსაყრელად 2 ც კვერხის გული და ცოტა რძე ზემოდან წასასმელად მომზადება: ცომი მოვამზადე ცომის საზელი მიქსერით.ჯამში მოვათავსე ფქვილი,კვერცხი,საფუარი,მარილი,შაქარი და კარგად რომ მოიზილა დავუმატე გამდნარი კარაქი.ცომი დავასვენე.მანამდე მოვამზადე მოხარშული კვერცხი,გავხეხე ყველი იმერული და ცოტა სულუგუნი ზემოდან მოსაყრელად.დროის გასვლის შემდეგ ცომი გავყავი რამოდენიმე ნაწილად,მინდა გითხრათ რომ ცომი გამოდის ფაფუკი,გავაბრტყელე მოვათავსე ყველი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი.მივეცი ღვეზელის ფორმა,ზემოდან წავუსვი კვერცხი,მოვაყარე გახეხილი სულუგუნი და მოვათავსე ცხელ კეცზე.გამოვაცხვე ღუმელში 250 გრადუსზე 15 წთ.
მსგავსი ვიდეოები
ხაჭაპური, როგორც კულტურული მემკვიდრეობა - ზუგდიდელი დიასახლი...
Radio Atinati
საშობაო ღვეზელი
Likas Receptebi
როგორ მოვამზადოთ საშობაო ღვეზელი (Рождественский пирог)
Your Cooking Show
საშობაო (გურული) ღვეზელის გეომეტრია
რადიო თავისუფლება
საშობაო (გურული) ღვეზელი - რეცეპტი | Food Cloud
Food Cloud
საშობაო გურული ღვეზელი - ღვეზელის მომზადება
ifif_ana
გურული ღვეზელი რეცეპტი
Likas Receptebi
საშობაო გურული ღვეზელი - Sashobao Guruli Gvezeli, საახალწლო...
Apolines cuisine