ტექსტი:
#აირწინაღი: \"იდეა-ფიქსი\"
რატომ იტყუებთ საკუთარ თავს
და რატომ ატყუებთ სხვებს
რომ, ცხოვრება მშვენიერია?
იმ პოზიტივით აღსავსე თვალის დედა მოვტყან,
რომელიც ვერ ხედავს:
მეტროში, ყოველ სადგურზე შემოსულ
ათ თეთრზე “მომათხოვრე” ადამიანს.
მიწისქვეშა გადასასვლელში
დაბინადრებულ უსახლკარო მოქალაქეს.
დაუფასებელ ომის ვეტერანს
რომელიც, ათას ტყვიასა და ყუმბარას გადაურჩა
ოცდამეერთე საუკუნეში კი შიმშილით კვდება.
დაბინძურებულ ქალაქს და მომაკვდინებელ ჰაერს
სადაც, აირწინაღით უნდა გადაადგილდე.
თავს ნუ იტყუებთ:
გამოფხიზლდით და იაზროვნეთ...
ნაგავის ძირს დაყრა და კედელზე მიფსმა
ნუ გეგონებათ იდეალური.
თქვენ, იმ ქვეყნის შვილები ხართ
სადაც, მეტროში - ექსკალატორზე ჩასვლისას
აუტომოპასუხე გასწავლით ტრანსპორტში მოქცევის წესებს.
თქვენ, იმ ქვეყნის შვილები ხართ
სადაც, რიგი მიზეზების გამო
ნიჭიერ ახალგაზრდებს ქუჩაში უწევთ სიმღერა
და შოუ ბიზნესს ვიღაც სირები მართავენ.
თქვენ, იმ ქვეყნის შვილები ხართ
სადაც, მიუკერძოვებული ტელევიზიაც კი მიკერძოვებულია და გატყუებთ.
სადაც, ადამიანური ღირებულებები ლარს ეჯიბრება გაუფასურებაში.
სადაც, თქვენს გამომუშავებულ დანაზოგს
მთავრობასთან ერთად საპატრიარქო ინაწილებს...
მთავრობა, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად ზუსტად იმ ტერიტორიაზე ავრცელებს კორუფციასა და პროპაგანდას
და საპატრიარქო, რომლისთვისაც თეატრი გარყვნილებაა,
ხოლო თავისი ქმედება მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი.
ეს არის საქართველო,
ადგილი, სადაც თავისი საქმის პროფესიონალებს
უმიზეზოდ ანთავისუფლებენ სამსახურიდან,
სადაც, შენს თანატოლებს, მათ შორის მეც,
ხშირ შემთხვევაში
მეტროდან ამომსვლელთან გვიწევს ბარათის თხოვნა
სახლში წასასვლელად...
ეს არ არის სიბომჟე,
ეს, არის გაჭირვება
რომლის, მსხვერპლიც გავხდით თითოეული ჩვენგანი.
ახალგაზრსებს რა გვიჭირს,
ფეხითაც მივალთ დანიშნულების ადგილამდე
მაგრამ, მოხუცებმა რა უნდა ქნან,
რომლებსაც, ასოთხმოც ლარიან პენსიას გადმოუგდებენ ხოლმე ყოველთვიურად,
რომლის, ასორმოცდაათ ლარსაც აფთიაქები ისაკუთრებენ,
დარჩენილი თანხა კი საჭმელში და კომუნალურებში უნდა გადანაწილდეს.
გაკრეჭილი ახალგაზრდები,
რომლებიც, ზედაფენებისგან,
სადარბაზოში დატოვებულ უხარისხო ნარკოტიკს ემსზვერპლენენ...
და “სუფთა” ახალგაზრსები,
რომლებიც სისტემამ უსამართლოდ დასაჯა
ეგრედწოდებული #ჩადებით.
პოლიცია:
რომელმაც არ იცის თავისი დანიშნულება,
მუხლები,
კოდექსები,
წესები...
რომელიც გვიჭერს უმიზეზოდ, ბონუს ქულების მოსაგროვებლად.
შემდებ კი უსამართლობით აღებული ფულით
სუფრას შლის და მომავალ თაობას ადღეგრძელებს,
თაობას, რომელსაც თავად აბოროტებს.
ეს არის საქართველო,
რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაჭირვებულია
მაგრამ, მაინც არ წვეტს ტრაკის თამაშს,
იმის გამო რომ, თავის მეზობელზე
ერთი თავით მაღლამდგომად გამოგვეცხადოს.
ეს არის ქვეყანა,
რომლის სტადიონებზეც თამაშის ნაცვლად,
პატარა ბავშვები დანით ჭრიან ხელოვნურ საფარს
რომელიც, მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში იცვლება.
ადგილი, სადაც ადამიანის მკვლელობას არ გპატიობენ
და თავისი ცოდვებით ყოველდღიურად კლავენ ქრისტეს.
მხოლოდ სუფრასთან განცდილი:
პატრიოტიზმი,
მეგობრობა
სიყვარული
და ურთიერთგაგება,
ნუ გეგონებათ იდეალური ცხოვრების სარკე.
გამოფხიზლდით...
იაზროვნეთ...
ეს არის საქართველო!