kaulah - პლიუს თვრამეტი

02/08/2018
kaulah-ის მიერ

FB: https://www.facebook.com/linoarli
ტექსტი:
შვიდი: ნოლ ორი: პლიუს თვრამეტი
იყო თარიღი ჩვენი შეხვედრის...
ყველა შეხებას ქარი ახლდა,
ცვლილების ქარი.
და განათებულ ფანჯრებთან მდგომი
წყვილებისათვის:
ხან კის - ხან არას,
კი არ ვამბობდით,
არამედ კოცნით ჩვენ ვიღებდით
მათ ცოდვებს ტანზე...

იყო სიცივე აუტანელი,
იყო სიმშვიდე - ვითარც სამოთხე...
შვიდი: ნოლ ორი: პლიუს თვრამეტი
იყო თარიღი ჩვენი შეხვედრის კვლავ ცივ საწოლზე.

წითელი ფერი ფარავდა თვალებს,
ფარხმალს არ ვყრიდით ფერადი ცის ქვეშ
და ფერფლს ვატანდით ყველაფერ-სათქმელს...
ფეხზე დგომით თუ დაწოლით მხრის ქვეშ.

იყო პაუზა უკანასკნელი...
შენმა ტუჩებმა ჩემს ყელზე ბინა, ისე დაიდეს
ვითარც მერცხალი დაიდებს ხოლმე ჩვენს სახლის მიღმა...

შვიდი: ნოლ ორი: პლიუს თვრამეტი
პლედი, სასმელი და პოეზია
ვით საზრდოობა პოეტისათვის...
არა თუ ლექსის დამწერი ყრმისა
და მუზებივით სისველე ტანზე,
ვითარცა წვიმა გამომშრალ მიწას
ისე დაგეტყო წვეთები ხმაზე,
რომ განმეორდეს ეს დღესაც მინდა.

გაჩუმდი, სიგარეტს მოჰკიდე ხელი
ნაფაზი შეიგრძენ ამ სცენის მსგავსად.
შვიდი: ნოლ ორი: პლიუს თვრამეტი
უცებ რვა გახდა.