kaulah - იდეა ფიქსი
FB: https://www.facebook.com/linoarli ტექსტი: რომ არ გათენდეს, ბოლო-ბოლო ბოლოს მომიღებს... ღამე, ღაწვ-ღილ შეხსნილი ბელზებელივით და სულს, სუფიურ სუნთქვის სურვილს მოინადირებს. - ხელი ხელის წინ... - ხელი ხელის წინ: ვგმობ, დამღალა თქვენთან კამათმა. კალამს კამათლის კუთხე არ აქვს რომ გავაგორო და, არც დონორი არ ვყოფილვარ ადამიანის, ადამიანო. (ვხევ, ვწვავ) - ხელს მელნით დაგბან, გამომიწოდე... და დოდან დომდე ოქტავაში ჩავტევ ცხოვრებას. გამო, მიწოდე უცოდველი ცოლის მცოდველი მაგრამ, ვერასდროს ვერ შეამჩნევ ჩემს გაორებას. თან თმით თანდათან თავს მახსენებ, თრთოდნენ ქარები. ზუზუნ-ზუზუნით კვლავ ზუზუნებს ზღურბლს იქეთ ვიღაც.. ვაი, უღმერთოვ ღმერთს ადიდებ ლოცვა გოდებით, მაშინ, როდესაც თვალს ხუჭავ და ღმერთი წინ გიდგას. ნელი ნაბიჯი, წითელი თვალი, გარემოს აღქმა... დამძიმდა სუნთქვა, გულისცემა, გულს სცემდა სიო და, მშრალი პირით... პირველ პირში ვსაუბრობ რადგან: პირველი ვარ და უბედურმა როდემდე გსდიო, მადაამ... ბედნიერს ვერ მიხილავ ასე მიმიღე და სიბერეშიც, ბედის ბორბალს ბოლით დავახრჩობ. გთხოვ დამიტირე, მაგრამ ცრემელბს ნუ დამანახებ, აქ ვარ... მე, არსად წავსულვარ და ღამემ განაგოს ეს ყოველივე... ამ უბრალო გარდაცვალებით. რომ არ გათენდეს, ბოლო-ბოლო ბოლოს მომიღებს ღამე, ღაწვ-ღილ შეხსნილი ბელზებელივით და, სრულ სუფიურ სუნთქვის სურვილს მოინანიებს.
მსგავსი ვიდეოები
#აირწინაღი - ეს არის საქართველო
kaulah
kaulah - პლიუს თვრამეტი
kaulah
მრავალჟამიერი
kaulah
ვიტო. ნ - ინანიელ
kaulah
Kmc x kaulah - ცივი კედლები
kaulah
milföy hamurdan en lezzetli tatli tarifi..kremali külah tatl...
თავქარიანი
ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები
VeRoL
sagittal section through the nose, nasal bone, sphenoid sinu...
Anatomy Quizer