ვიტო. ნ - ინანიელ

02/09/2018
kaulah-ის მიერ

FB:   / pokerstars777  
ტექსტი:
შენ გიყვარს სხვა.

განცდა მიტოვებულის,
არ მშორდება ეიფორია,
მე განშორების.


ნუ იკითხავ როგორ ვარ
შენ ხომ მიმიხვდი,
როდესაც დავტოვე ის ოთახი
სადაც თქვენ ორნი,
ერთმანეთთან დარჩით პირისპირ.

თვალებში მიყურებდი,
ყველაფერი გავიწყდებოდა,
საათი,
ხალხი,
სიტყვები,
სად ხარ?!
ასანთის ღერივით ჩაიწვა,
ჩაქრა,
ის ცეცხლი რომელიც გვქონდა,
და არგვაქვს.
თავი დაკარგე,
სიზმრების მსგავსად.


დროც უფრო ნელა
და მტანჯველად გადის,
ახლოს ხარ,
არ მინდა ვგრძნობდე სიშორეს,
შენ სულ მალე,
სსხვა ქალაქში წახვალ,
იქ სადაც ომია,
მე საკუთარი ვერ მოვიშორე.

შენ ხარ სხვაგან,
სხვა გზას,
მიყვები,
სვავენ ჩვენს გრძნობებს,
სვავები,
სხვა რომ არაფერი,
კითხვაზე,
რატომ ვსვავ,
Inaniel -ს,
ვამბობ,
და ვჩუმდები.

შენ გიყვარს სხვა,
ამაზე საშინელება,
ის არის მხოლოდ,
რომ ის შენთვისაც \"სხვაა\"

აირჩიე,
ორიდან ერთი გზა,
და მიმატოვე.

ნუ ფიქრობ ჩემზე,
თორემ ერთ დღესაც გამოვაჩენ ტანზე იარებს,
მე გადაგლეჯილ, ჩალურჯებულ გულს და გრძნობებს,
წუხელ ღამით რომ ისევ მინატრე,
იმ დროს,
როდესაც გვერდით გეწვა,
ვინც გსურს გიყვარდეს.

ჩვენ,
ერთად ვუსმენდით,
სიმღერას მონატრებაზე,
და ერთმანეთი გვენატრებოდა,
ისევ თავიდან,
იწყებ მოსმენას,
ასე დილამდე,
შენ გამაბრუე,
შენს ნეკნებზე მე დავბინავდე,
მინდა,
მაგრამ შენ გიყვარს სხვა,
ზღვა,
გახსოვს?!
Inaniel,
რამდენჯერ ვინანე,
Inaniel,
რომ უჩემოდ სანაპიროზე ბევრი იარე,
Inaniel,
იცი,გუშინ გინატრე,
მე სასმელიც ვერ მაბრუებდა,
ისე როგორ წყურვილი,
შენი,
Inaniel.

\"შენ გძინავს სხვასთან\"

ამას ვიხსენებ,
და ყოველღამ ვკდვები.

\"შენ გძინავს სხვასთან\"

იმასთან,
ვინც გინდა რომ გიყვარდეს.