საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

12.01.2015 02:09

საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. საგანგებო რეჟიმზე გადადის 10 000 ჯარისკაცი.

პარიზში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მთავრობის სხდომა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება - შეადგინეს იმ ობიექტების სია, რომელსაც ქვეყნის არმია დაიცავს. შენარჩუნებულია განგაშის უმაღლესი ზომა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პოლიციას ჩაბარდა მაღაზიის ტერაქტში მონაწილე ქალის, ჰაიატ ბუმედინის მამა.

საფრანგეთის ისტორიაში დედაქალაქში გამართული ყველაზე მასშტაბური აქციის შემდეგ, პარიზის ქუჩებში ისევ ხალხმრავლობაა. მოსახლეობა დაღუპულებს იხსენებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო