#მოამბე 21 საათზე, 20 სექტემბერი, 2021 #LIVE

20.09.2021 54:35

• აშშ-ავსტრალია-დიდ ბრიტანეთს შორის წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით გაფორმებული კონტრაქტის გამო საფრანგეთი გაღიზიანებულია და აცხადებს, რომ პარტნიორებმა უღალატეს - მსოფლიო ლიდერები პარიზთან მოლაპარაკებას ცდილობენ; უსაფრთხოების არქიტექტურა, საერთაშორისო გამოწვევა და ჩინეთის ფაქტორი • უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი იკლებს, რის გამოც ეროვნული გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დგება - იმუნიზაციის საბჭო დამატებით წამახალისებელ ღონისძიებებზე მსჯელობს • ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება - „ლელოს“ ინიციატივას მმართველი გუნდი პოპულიზმად აფასებს • ბოლო დროის საზარელი მკვლელობა და საქმის ახალი გარემოებები - 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს, რომელთა მიმართ ძებნაა გამოცხადებული, პატიმრობა მიესაჯათ; დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: