#მოამბე 21 საათზე, 17 სექტემბერი, 2021 #LIVE

17.09.2021 01:08:20

• მეგის ქარდავა ექსტრადირებულია - თერთმეტი რეზონანსული საქმის ფიგურანტი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს; ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება და ქართული სასამართლოს განაჩენები წლების განმავლობაში ძებნილი ქარდავას მიმართ • ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - ნონა გაფრინდაშვილი კომპანია „ნეთფლიქსს“ პოპულარულ მინი სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ მსოფლიო ჩემპიონის შესახებ მცდარი ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებს • 6 000-მდე დაზარალებული ოჯახის 20-წლიანი დავა და „ცენტრ პოინტის“ საქმის 11-წლიანი განხილვა დასრულებულია - მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ციხე დატოვა; სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპანიის დამფუძნებლის ბოდიში დაზარალებულებს • ნიკა მელია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს - პარლამენტში ხმაურით შესული დეპუტატის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი პოპულიზმად აფასებს და აცხადებს, რომ მელიას მოთხოვნა არჩევნების შემდეგ, პირველივე სხდომაზე დაკმაყოფილდება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: