ენ დი აის კვლევის პოლიტიკური ნაწილი


ენ დი აის კვლევის პოლიტიკური ნაწილი ცნობილია.
პარტიების რეიტინგებში ამჯერადაც „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს, მესამე ადგილს კი „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებენ. თუმცა კვლევის იმ ნაწილში, რომელიც არჩევნებზე მხარდაჭერას ეხება, „ევროპული საქართველო“ ვერ მოხვდა.
შეფასებულია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურიც. გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ უბნებზე შემავიწროვებელი სიტუაცია არ ყოფილა. დეკემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია აჩვენა. რესპონდენტთა დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყებებში კორუფციის მაღალ დონეზე მიუთითებს, თუმცა ამავე კვლევის მონაწილეთა უმეტესობა მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 6-დან 20 დეკემბრამდე ჩატარებული კვლევის დროს 2 205 მოქალაქე გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი + - 2.1%-ს შეადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან