NDI-ის სოციოლოგიური კვლევა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „სი-არ-არ-სი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე შედეგების ფონზე, საზოგადოება პესიმისტურადაა განწყობილი ქვეყნის მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. კვლევის თანახმად, მოქალაქეების 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა. კითხვაზე, როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად, 37 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ გამოწვევას ცუდად უმკლავდება. კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთი პარტია. მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ექვსმა პროცენტმა, ასევე ექვსმა პროცენტმა დაასახელა სხვა პარტიები. თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39 პროცენტი დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 29 პროცენტი მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 25 პროცენტი ცუდად. „ენ-დი-აი“-ს ინფორმაციით, კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აილინ ბორისი: აუცილებელია სიღრმისეული სისტემური ცვლილებები 1...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
აილინ ბორისი / არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგიურ...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
NDI-ის მორიგი კვლევის პოლიტიკური ნაწილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
NDI- ის კვლევის შედეგების შეჯამება
TV IMEDI
NDI-ის კვლევა
TV IMEDI
NDI-ის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის შუალედური ანგარიში - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster