„ენდიაის“ კვლევა და გამოხმაურება
გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 76 % მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ახალი პარლამენტის მიერ ადამიანების ინტერესების გასატარებლად, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს, - 82 % ეთანხმება, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 9 %. ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დასმულ შეკითხვაზე მოპასუხე ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი 80 % ეთანხმება მოსაზრებას - „იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“. „ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31 % ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 25 %-მა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24 %-მა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა 5 %-მა. არ იცის 5 %-მა. „ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 %. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
NDI-ის კვლევა და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევა და პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევა - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევა - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ენდიაის“ კვლევა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ს კვლევა ასახავს უმძიმეს სურათს - ბოკერია NDI-ის კვლევაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia