NDI-ის კვლევა და გამოხმაურება

25.01.2021 10:54

გამოკითხული მოქალაქეების 76 % მიიჩნევს, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა უნდა დაიწყოს. ამ კვლევას „ენდიაი“ აქვეყნებს. დოკუმენტში ასევე საუბარია პარტიების მხარდაჭერის საკითხზე. გამოკითხულთა 31 % ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა ხუთმა %-მა. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ასევე 5 %-ს. კითხვაზე, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, 60 % ფიქრობს, რომ კარგად. 33 %-ის აზრით, მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა %-მა უპასუხა, რომ არ იცის. „ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 1.1 %-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო