ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგებლის კონკურსი გრძელდება. დღეს გამართული წერითი დავალების შესასრულებლად მეორე ეტაპზე გადასული 17 კანდიდატიდან მხოლოდ 5 გამოცხადდა. ამ 5 კანდიდატიდან მესამე ეტაპზე გადასულთა ვინაობა ნამუშევრების შესწორების შემდეგ გამოვლინდება. შედეგით უკმაყოფილო კონკურსანტებს შემოწმებული დავალებების გასაჩივრება შეეძლებათ. მეორე ეტაპზე გადასალახი ქულების მინიმალური რაოდენობა 21, ხოლო მაქსიმალური 35-ია. კონკურსს სპეციალური კომისია ატარებს, რომელიც საკრებულოს 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული. კონკურსს დამკვირვებლის სტატუსით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში გამგებლის კონკურსი 15 ივლისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ გამგებლის ვაკანსიაზე სულ 22 განაცხადი იყო შეტანილი.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10FbtGk
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10FbtGk