თელავს ახალი გამგებელი ეყოლება
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი კონკურსის წესით დაინიშნება. გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „ახალი ამბების" ჟურნალისტებთან კომენტარი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ზურაბ ყურაშვილის განმარტებით, კონკურსის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებს. ამ დროისთვის კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. მუშაობა მიმდინარეობს აღნიშნული კონკურსის ჩატარების წესებზეც. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გივი მეტრეველი იქნება. „ახალი ამბების" გადამღები ჯგუფი მეტრეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა მანამდე პირმა გასაუბრება შესაბამის კომისიასთან უნდა გაიაროს და დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს. ამ დროისთვის უცნობია კომისიის წევრების ვინაობა და გასაუბრების თარიღი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12uETpf
მსგავსი ვიდეოები
კონკურსი გურჯაანის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავს ახალი გამგებელი ჰყავს
Media Holding Hereti / მედია ჰოლდინგი ჰერეთი
თელავის ახალი გამგებელი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ძველი თელავის ახალი გამგებელი
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი
ტელეკომპანია თანამგზავრი
ახმეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება
ტელეკომპანია თანამგზავრი
ყვარლის გამგებელი - დავით ქევხიშვილი
ტელეკომპანია თანამგზავრი
შეიცვლება თუ არა „ახალი ბაღის“ და თეატრის ფასადი?
ტელეკომპანია თანამგზავრი