შეიცვლება თუ არა „ახალი ბაღის“ და თეატრის ფასადი?
„ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვა და შემდგომი პროცესები, რომელიც ახალ ბაღსა და თეატრის ფასადს უკავშირდება საკრებულოს შეკრების შემდეგ აქტიურ ტემპში გაგრძელდება,“- ამის შესახებ ტელეკომპანია „თანამგზავრს“ თელავის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. ფიქრია ყუშიტაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი გამგებელი და არჩეული მერი საკუთარი მოვალეობის შესრულებას აგვისტოს დასწყისში დაიწყებენ, აღნიშნული საკითხების უახლოეს პერიოდში გადაწყვეტა მოხდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩატარდა სხვადასხვა კითხვაზე, მათ შორის: უნდა დაუბრუნდეს თუ არა პირვანდელი სახე თელავის თეატრს? სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თელაველების უმრავლესობას რეაბილიტირებული ახალი ბაღი და თეატრის ფასადი არ მოსწონს, რის გამოც ინტერვიუერებმა ორივე ობიექტის იერ-სახის შეცვლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1phNZiO
მსგავსი ვიდეოები
ახალი უფასო ჩანთა მისიების შესრულებაზე | ისევ ნახევრად თოვლი...
Bunny
ხვალ 11 საათზე ახალი ავატარი გაიღვიძებს :) /Solo Content/Bun...
Bunny
Public სოლო მოვდივარ :) ნუ არაფერი ახალი -_- /Solo Content/B...
Bunny
23:00 ახალი Event :). მაგრამ 11 მდე მაინც ვერ გავსტრიმავ :D...
Bunny
Public სოლო მოვდივარ :) ნუ არაფერი ახალი -_- /Solo Content/B...
Bunny
როგორ გავაკეთოთ კოკედამა | ბუტკო
Litagora
მუნიციპალური კინოთეატრი საჯარო სიკეთეა
Litagora
მინი სტრიმი | ვეჩვევი ახალ მაუსს და თუ გინდათ DeathMatch :)/...
Bunny