მოციქულთა მიერ აღწერილი ქრისტეს გენეალოგიური ცხრილის ქრონოლოგიური უზუსტობები

11/01/2021
levani petriashvili-ის მიერ

ვინ იყო ზორობაბელის მამა? მათეს მიხედვით სალათიელმა შვა ზორობაბელი (1:12), ლუკას მიხედვით სალათიელმა (3:27), აქ ორივე მახარებელი შეესაბამება ერთამენთს, მაგრამ ორივე ეწინააღმდეგება ნეშტთა წიგნს, რომლის მიხედვით ზორობაბელი ფედაიას, სალათიელის ძმის შვილია: ფედაიას ძენი: ზორობაბელი შიმყი (1ნეშტ. 3:19).
ერთერთი კომენტატორი ამ გაუგებრობას ამგვარად ხსნის: რაც შეეხება ზორობაბელს ის იყო ფედაიას ძე, რადგანაც იექონიას შვილები იყვნენ ფედაია და სალათიელი, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ერთ ქალზე ნერის ასულზე (ლუკა 3:27), ფედაიას შეეძინა ზორობაბელი, მაგრამ ის ბიბლიაში მოიხსენიება როგორც სალათიელის ძედ, შეიძლება სალათიელმა აღზარდა იგი ფედაიას სიკვდილის შემდეგ, რადგანაც სალათიელს მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომაც დაინიშნა თავისი ძმის ფედაიას ცოლზე ლევირატის წესის თანახმად.
ჯერაც ერთი თუ ლუკას მიხედვით ვიმსჯელებთ სალათიელი იყო ნერის ძე როგორ შეიძლება რომ ძმებს ერთი და ჰყოლოდათ ცოლად? მითუმეტეს თუ სალათიელი ნერის ძე იყო და არცერთი მოციქული არ ასახელებს ფედაიას? მეორეც თუკი ფედაიას უკვე ყავდა შვილი ზორობაბელი, მაშინ რაღა საჭიროა ფედაიას ცოლის მოყვანა ლევირატის წესით თუ გარდაცვლილ ძმას თესლის აღდგენა აღარ სჭირდებოდა?

ვინ იყო ზორობაბელის ძე? მათე ამბობს რომ აბიუდი (1:13), ხოლო ლუკა იძახის რესა (ლუკ. 3:27). მახარებლები ერთმანეთს ეწინააღნდეგებიან, ორივე ერთად კი ძველ აღთქმას: პირველი ნეშტთა 3:19 ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი;

ვინ იყო იოსების მამა? მათეს მიხედვით იაკობი: ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისი (1:16), ხოლო ლუკას მიხედვით: ხოლო იესო ამ დროისათვის იყო 30 წლისა და იყო როგორც ეგონათ ძე იოსებისა, ელისა (3:23). მათესთან ყურადღებაა გამახვილებული რომ იოსები ქმარია მარიამის, რაც გენეალოგიური ცხრილისთვის სრულიად არაა დამახასიათებელი, ხოლო ლუკასთან ნათქვამია რომ იესო ეგონათ იოსების ვაჟი რაც მიანიშნებს იმაზე რომ იოსები მისი ბიოლოგიური მამა არ ყოფილა, და იოსების ნაცვლად იგულისხმება დედამისი მარიამი რომლის მამაც იყო ელი, სხვაგვარად ორი გვარის შთამომავლობიდან ერთი იოსები ვერ იქნებოდა, თუნდაც რომ ლევირატს ჰქონოდა ადგილი, გენეალოგიის ხაზი მოდის ბიოლოგიური მამის მხრიდან და არა მამის ძმის ხაზით, ლევირატის წესი გამოირიცხება.

რა გამოდის აქედან ე.ი. ოთხი სახარება დაწერილია იმ ადამიანების მიერ რომლებიც პირადად არ იცნობდნენ იესოს და არც ჰქონდათ წაკითხული ძველი აღთქმის წიგნები?

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან