ყოველწლიური გენერალური ასამბლეა


სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.

წლიურ შეხვედრას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეტროპოლიტენის პოლიციამ ლონდონში, „ნიუ სკოტლანდ იარდში“ უმასპინძლა. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამოვიდა. კოკა კაციტაძემ საქართველოში ახალშექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, სამსახურის განვითარების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ასევე წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.

ქსელის (ICIN) საქმიანობის მიზანია წევრ ორგანიზაციებს შორის სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე საუკეთესო გამოცდილების, ოპერატიული ინფორმაციის გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან