მობილური მოწყობილობების საფრთხეები და თავდაცვის გზები

04/13/2023

📣წარმოგიდგენთ რიგით მესამე ვიდეო-ტუტორიალს მობილური მოწყობილობების საფრთხეებისა და მათგან თადაცვის გზების შესახებ.

➡️აღნიშნული ტუტორიალი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც #GCSD-ის ბაზაზე შექმნილმა კიბერმედეგობის ცენტრმა (#CRC), BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-თან თანამშრომლობით დაიწყო.

🎥საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-ტუტორიალები, ყოველკვირეულად, სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნდება და პარალელურად, JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-ის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება. ვიდეოებში გამოყენებული ნარატიული მასალა საქართველოს ინფორმაციის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის (GITAC) მიერ შემუშავდა.

📌საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს პროექტის - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - ფარგლებში , რომელსაც GCSD, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

ვიდეოები „Georgian Center for Strategy and Development GCSD"-ისგან