ადამიანის და კომპიუტერის ინტერაქცია 02

04/19/2015
ჯეოლაბი-ის მიერ

ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის მომხმარებელი საბოლოო ჯამში ადამიანია. შესაბამისად ელექტრონული მოწყობილობის ინტერფეისი, მობილური აპლიკაცია ან თუნდაც ვებგვერდი ისე უნდა იყოს შემუშავებული რომ ადამიანმა მარტივად შეძლოს მისი მართვა, ამა თუ იმ ფუნქციის გააქტიურება.

რამოდენიმე ათეული წლის წინ როდესაც ადამიანი ახალ ელექტრონულ მოწყობილობას ყიდულობდა, მაგალითად რადიო მიმღებს, პირველ რიგში ინსტრუქციას კითხულობდა. ვინაიდან ამ იმ დროისათვის მაღალტექნოლოგიურ აპარატს, უამრავი ღილაკი და გადასართავი ქონდა. რომლეთა ფუნქციებში გარკვევა არც ისე ადვილი იყო. კომპიუტერული ტექნიკის მართვაც მხოლოდ მათ შეეძლოთ ვისაც სპეციალური განათლება ქონდათ მიღებული. ძველი კომპიუტერები თავისი შესაძლებლობებით ბევრად ჩამოუვარდებიან თანამედროვე კომპიუტერებს მაგრამ მათი მართვა გაცილებით უფრო რთული იყო. თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ინტერფეისი კი ისე არის შემუშავებული რომ ადამიანმა სპეციალური მომზადების გარეშე შეძლოს მისი მართვა.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა მოწყობილობების სამართავი პანელებისა და გრაფიკული ინტერფეისების განვითარების ისტორიას. დიდი ყურადრება დაეთმობა პროგრამული პროდუქტის პროტოტიპისა და გრაფიკული სამართავი პანელის შექმნის პროცესს.

ეს კურსი დაეხმარება მსმენელებს შეისწავლონ კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქციის პროინციპები რათა მათ მარტივი და მომხმარებლისათვის გასაგები ინტერფეისების შექმნა შეძლონ.

ლექტორი: სამდრო ასათიანი

ლინკი ლექცაიზე წარმოდგენილ პრეზენტაციაზე: https://www.youtube.com/redirect?q=ht...

ვიდეოები „ჯეოლაბი"-ისგან