კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა


კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ამ დროისთვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.

ამასთან, ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც საქართველოს პირველ არხთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, გურჯაანის გარდა, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები კიდევ სამ სოფელში დაზიანდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან