ძლიერი ქარი კახეთში
ტრაგედია კახეთში. ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა ავტობუსის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა. ლითონის ნაგებობა 79 წლის კაცს დაეცა, რომელიც საკუთარ ეზოში შეშას ჭრიდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ძლიერმა ქარმა პრობლემები კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა. რამდენიმე ქალაქში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა. ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები, ლაგოდეხის დამაკავშირებელ უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდა. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით. სოფელ ვარდისუბანში ქარმა სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, შენობაში დროებით საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თელავის ერთ-ერთ სკვერში კი ქარმა გარე განათების რკინის ბოძები წააქცია, წაქცეულია ასევე საახალწლო ნაძვის ხეები თელავში ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის დამაკავშირებელ სკვერში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სეტყვა და ძლიერი ქარი კახეთში
telekompania gurjaani
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში
TV IMEDI
ფორმულას დღე — 28 დეკემბერი, I ნაწილი
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი აღმოსავლეთ საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უშუქობა კახეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთში 2 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
#მოამბე 21 საათზე, 28 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster