სტიქია კახეთში

03.09.2023 06:08

დაზიანებული ვენახები, ელექტროგადამცემი ბოძები და დახოცილი შინაური ფრინველი - კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა დააზიანა. ადგილობრივები, რომლებსაც ასეთი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ, შინაური ფრინველების დანაკარგზეც საუბრობენ. სანამ სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ქარხნები 90 თეთრად ჩაიბარებენ. თელავში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ამბობენ, რომ დაზარალებული მევენახეები მოსავლის დაბინავებას შეუფერხებლად შეძლებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: