საქართველოში „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.

29.07.2020 05:52

საქართველოში „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. მცხეთის კლინიკაში მოთავსებული ასაკოვანი ქალის   მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. რამდენიმე წუთში მარიამ სეთურიძეს ჩავრთავთ, მანამდე კი გეტყვით, რომ გარდაბნის რაიონში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გაჩიანში უკვე დადასტურებულ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებს დღეს ხუთი ახალი ფაქტი დაემატა, ჯამში კი, ბოლო 24 საათში ათი ინფიცირებულია გამოვლენილი. სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ათიდან ერთ შემთხვევაში, ინფიცირების წყარო უცნობია. საუბარია რუსთავში მცხოვრებ 87 წლის ქალზე, რომლის ოჯახის წევრებს ახლა იკვლევენ. თუ ივნისისა და ივლისის პირველი ნახევრის სტატისტიკას დავეყრდნობით, კორონავირუსის გართულებული შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. ამ ტენდენციას ეპიდემიოლოგები ვირუსული ინფექციის მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და გარკვეული გამოცდილების დაგროვებასაც უკავშირებენ. ანუ, თუ აპრილში, როცა დაავადების გავრცელების მაჩვენებელი პიკში იყო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რიცხვი ინფიცირებულთა 25%-ს შეადგენდა, ივნისში ამ მონაცემმა ორ პროცენტამდე დაიწია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში
01:37

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - თენგიზ ცერცვაძის განცხადება
14:01

კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - თენგიზ ცერცვაძ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
05:36

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
10:57

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
05:26

„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია საქართველოში
06:59

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
05:21

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა
07:36

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო