საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა
მაჩვენებელი, რომელმაც ყველა მძიმე პროგნოზს გადააჭარბა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მონაცემი 1 000-ს მიუახლოვდა. 919 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტს სიმპტომები აღენიშნება. გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი 41 წლის ქალია, რომელიც „კოვიდ“-სასტუმროში მკურნალობდა და შესაბამისად, უსიმპტომო იყო. ვირუსი სწრაფად ვრცელდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. მცირე დაღმასვლის შემდეგ ისევ მატების ტენდენციაა აჭარაში, თუმცა ყველაზე საყურადღებო ზონა ახლა თბილისია, რის გამოც დედაქალაქში „კოვიდ“-კლინიკების რაოდენობას ზრდიან. იზრდება „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული სპეციალისტების რაოდენობაც. მკურნალობაში სადაზღვევო სექტორის პროვაიდერი კლინიკების ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან. მედიკოსები დისტანციურად მოემსახურებიან დაზღვეულ პაციენტთა იმ ნაწილს, ვისაც ჰოსპიტალში მკურნალობა არ სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 4000-მდე, ხოლო „კოვიდ“-სასტუმროებში 3900 საწოლია მობილიზებული. მთავრობაში უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ოთხნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის პროცესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ეპიდემილოგიური ვითარება გაუარესდა
Euronews Georgia
მზადება საერთაშორისო ტურისტების მისაღებად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster