შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

01.12.2020 05:36

კიდევ ერთი ინფექცია, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გადაფარა - პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აივ-ინფექცია კორონავირუსის დროს ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში აივ და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა.

სწორედ კორონავირუსის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძეს უკავშირდება ქვეყანაში შიდსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული ცენტრის დახმარებით, საქართველომ აივ-ინფექციის ეპიდემიის თავიდან აცილება შეძლო. წლების განმავლობაში დანერგილი მკურნალობის ახალი მეთოდებისა და კვლევების შედეგად, დაავადებულთა გადარჩენისა და მათი სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო