დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

01.12.2018 01:18

დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება თბილისშიც გაიმართა. "გაიგე შენი აივ სტატუსი" - გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით, ეს არის 2018 წლის დევიზი. კონფერენციაზე ინფექციის პრევენციის გზებზე ისაუბრეს. დღევანდელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც ამ საკითხს აქტიურად და მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე აშუქებენ - მათ შორისაა პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "მოამბე", ვებ გვერდი 1tv.ge  და მარი მალაზონიას გადაცემა "პირადი ექიმი". ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: