"მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე"- აქცია ზუგდიდში
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ორგანიზებით, ზუგდიდში აქცია სახელწოდებით „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“ გაიმართა. ამასთან, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დარიგდა. აღნიშნული ღონისძიება შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოსახლეობას აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე უფასო ტესტირება უტარდება. ტესტირება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამაც ჩაიტარა. მან მოსახელობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ინფექციონისტ ლალი დარახველიძის თქმით, დაავადების გავრცელებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ თბილისის შემდეგ, სამეგრელო მეორე ადგილზეა. „დღეს შესაძლებელი გახდა აივ / შიდსის მართვა და ეს არის უდიდესი მიღწევა. სამეგრელო-ზემო სვანეთს ემსახურება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, ამ ეტაპზე აღრიცხვაზე არის 580 ადამიანი. აქედან, 325 პაციენტი მკურნალობას გადის”, - აღნიშნა მან. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...