ევროპარლამენტარების მოთხოვნა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა
ევროპარლამენტარებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კიდევ ერთი რეზონანსული ინიციატივა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გარდა ევროპელი დეპუტატები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევასაც ითხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ ოჯახური ღირებულებების და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მოამზადა. ევროპარლამენტართა აზრით, კანონპროექტი ლგბტქ უფლებებს ზღუდავს. ცვლილებები, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალებს შეზღუდვებს უწესებს და სქესის შეცვლის სამედიცინო მანიპულაციებს, ასევე ამ საკითხების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ შეკრებებს და შესაბამისი მასალების გავრცელებას კრძალავს. ინიციატივას, რომელსაც კანონად ქცევისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ხმები სჭირდება, ნეგატიური რეაქციები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზეც. მმართველი პარტია ევროპარლამენტის მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტარების მოთხოვნა და კრიტიკული გზავნილები სტრასბუ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვინ და რა მიზეზით ითხოვს სააკაშვილის შეწყალებას
TV IMEDI
დებატები ევროპარლამენტში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
31 ევროპარლამენტარის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 1 ივნისი, 2023 წელი
TV IMEDI
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster