შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართულ კენჭისყრას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პროექტში შეტანილ ცვლილებებს არ იზიარებენ და რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ცვლილებები სუბიექტურია. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. თუმცა, ანგარიშში ნახსენებია დეოლიგარქიზაცია და ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ასევე არის მოთხოვნა, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობის ჩატარების საშუალება. ევროპარლამენტარები რეზოლუციის საბოლოო ვერსიას პლენარულ სესიაზე დეკემბერში მიიღებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster