ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიში
საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკული შინაარსის შესწორებებით მიღებულია. 430 ხმით 52-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ესტონელი დეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი ფასდება. საბოლოო ტექსტში მოხვდა ის რამდენიმე შესწორება, რომელიც ბოლო წუთამდე ევროპარლამენტარებს შორის აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო. ერთ-ერთი შესწორება ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული დათქმით პერსონალური სანქციების დაწესების რეკომენდაციას ეხება. თუმცა, ინდივიდუალური კენჭისყრების დროს ამ შესწორებას თავად ანგარიშის ავტორმა მხარი არ დაუჭირა. ცალკეულ სფეროებში პროგრესის აღიარების პარალელურად ანგარიში მძიმე შინაარსის სხვა ჩანაწერებსაც მოიცავს. პირდაპირი მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი პრეზიდენტმა შეიწყალოს. ამავე დოკუმენტში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლარიზაცია სახელდება, საუბარია რუსული კომპანიების მხრიდან სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს სავარაუდო გამოყენების შესახებ ცნობებზეც. პირდაპირი ჩართვა სტრასბურგიდან, - სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს ცოტა ხნის წინ დამტკიცებული ანგარიშის მთავარ პუნქტებს და ასევე გვეტყვის, რატომ შეიკავა თავი ანგარიშის საბოლოო ტექსტის მხარდაჭერისგან მისმა ავტორმა, სვენ მიქსერმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ რა ამოიკითხა ევროპარლამენტის რეზოლუციიდან და რეალურად, რ...
TV IMEDI
„საერთაშორისო აქტორები და არჩევნები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#GEODEM2020 - Panel II: International Actors and Elections
Georgian Institute of Politics
საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმარჯვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 თებერვალს 112-ის დღე აღინიშნება [Video]
samkhretis karibche