საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმარჯვა

23.04.2015 02:22

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს "112"-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაჯილდოების ცერემონია ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო, რომელსაც 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები. საქართველომ „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა, სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:http://goo.gl/0IuGyD

გაზიარება: