”112”-ის წარმომადგენლები EENA-ს კონფერენციაზე
სს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. ყოველწლიურ კონფერენციაზე „112“-ის დელეგაციის მონაწილეობის მიზანი იყო, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ, დაესწრნენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ტექნოლოგიების მნიშვნელობა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში; ქოლ-ცენტრის ეფექტური მუშაობის წინაპირობები; გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კუთხით წარმოებული ეფექტური კამპანიები და სოციალური მედიის როლი გადაუდებელი დახმარების დროს. კონფერენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას. საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბუქარესტში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის -„112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/yLG3XT
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
112-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
112 Georgia / 112 საქართველო
NDI ის წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრებს შეხვდნენ
POS TV
112 გხედავთ - SMS და ვიდეო ზარის სერვისი
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ემეგობრე პოლიციას“ - კამპანია რაჭაში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამბაქოს კონტროლი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები აქციას შეუერთდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარკეთილში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster