შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განიხილავს. ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა. შესწორებების ავტორებს შორის ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე და იაცეკ სარიუშ ვოლსკი იყვნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ. შესწორებების ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ანგარიშში უნდა იყოს ჩანაწერი მედია მენეჯერებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებით, მათივე პოზიციით, მიმდინარეობს სამართლებრივი ზეწოლა. ასევე, მათი აზრით, ანგარიშში უნდა იყოს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობდა. ანა ფოტიგა კი ხაზსს უსვამდა ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ითხოვდა მასზე სანქციების დაწესებას. თუმცა, იმ კომპრომისულ დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, კომიტეტზე გავა, სანქცირების ნაწილი აღარაა მოხსენიებული. ასევე აღარაა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა დასახელებულიყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კომიტეტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster