სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი კამპანია
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციაში ჩნდება. შესწორების სახით შესული ჩანაწერის ავტორი ანა ფოტიგაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მოწოდებას ევროპარლამენტარი კლინიკაში მყოფი პატიმრის სიკვდილისგან ხსნის და პოლარიზაციის შემცირების მოლოდინით ამყარებს. პოლონელი დეპუტატის მიერ ინიცირებულ ჩანაწერს თბილისში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა. ხელმოწერების შეგროვების პარალელურად ექს-პრეზიდენტის პარტიამ მოქმედი პრეზიდენტის მისამართით შეწყალების მოთხოვნა გაააქტიურა. ოპოზიციის ნაწილისთვის სწორედ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება. მწვავეა მმართველი გუნდის რეაქცია. „ქართული ოცნებიდან“ დღეს ევროკავშირს ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდეს. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში პოლიტიკურად საკმაოდ გააქტიურებულ მიხეილ სააკაშვილს - „არა და არასდროს“ - პრეზიდენტის ამ ცნობილი განცხადების ფონზე ტონი დღეს შედარებით შერბილებულია, რაც სალომე ზურაბიშვილის ახალი ინტერვიუთიც დადასტურდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მორიგი კამპანია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის - რას ითხოვს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პრო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 16 თებერვალი, 2023 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 4 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
სააკაშვილის საქმე - მორიგი გზავნილი უკრაინიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster