ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში

20.09.2022 09:30

როგორ მუშაობენ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე - ევროპარლამენტის ორი წამყვანი დეპუტატი თბილისშია და პარლამენტში შეხვედრებს მართავს. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიქსერი და მარია კალიურანდი უსმენენ ყველა მხარეს - „ქართული ოცნების“ ლიდერს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს და სახალხო დამცველს. გზავნილია ერთია: 12 პუნქტის გარშემო ხელისუფლებამ და მისმა ოპონენტებმა ერთად მუშაობა უნდა მოახერხონ. „ევროპული ინტეგრაციის მიზნისთვის ყველა უნდა იყოს ერთად“ - ასეთია მთავარი მოწოდება. პარალელური პროცესების ნაცვლად ერთობლივი მუშაობის მოთხოვნას შეხვედრიდან გამოსული ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებიც ადასტურებენ, თუმცა გაკეთდა რადიკალურად გასხვავებული განცხადებაც. იგულისხმება გიორგი ვაშაძის კომენტარი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: