ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისში
ევროკომისიიდან კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ევროპარლამენტარები საქართველოში იმყოფებიან. პრეზიდენტი, მმართველი გუნდი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი - ექვსი დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი ხვდება ყველა მხარეს და პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის პუნქტებზე მუშაობა. იმის გამო, რომ რეკომენდაციების ნაწილი ინტერპრეტაციების საგანი გახდა, ევროპარლამენტარები ახლა ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების მხრიდან თავად ისმენენ ხედვებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობების შესრულება. სამუშაო მაგიდასთან ერთად დაჯდომა და რეკომენდაციების შესასრულებლად ინკლუზიური პროცესის წარმართვა, - ასეთია მთავარი გზავნილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. ვიზიტის დროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ცალკეული ევროპარლამენტარების მისამართით მმართველი პარტიის ლიდერთა ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებებიც. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ევროპარლამენტართა შეხვედრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ნორვეგიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster