საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ნორვეგიაში
ბოლო გადამწყვეტი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ისტორიული გადაწყვეტილების წინ ქართული დელეგაცია სკეპტიკოსი ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სკანდინავიის ქვეყნებში იწყებენ ვიზიტს. გავრცელებული ინფორმაციით, დანიას, ფინეთს და შვედეთს საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციები ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ამიტომ ქართული დელეგაციის წევრებმა სამივე ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე შესრულებული სამუშაოები პირადად უნდა გააცნონ და დაარწმუნონ, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის ფონზე პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტი ნორვეგიიდან დაიწყო, სადაც შეხვედრები უკვე დასრულებულია. ევროკავშირის კანდიდატობის გარდა ოსლოში დღის წესრიგის მთავარი თემა თვის ბოლოს ნატოს მადრიდის სამიტი იყო. ქართულმა მხარემ სამიტზე მისაღებ კომუნიკეში საქართველოსთვის მკაფიო გეგმის გაწერის მხარდაჭერა ითხოვა. „მოამბე“ ნორვეგიიდან, - ოსლოში გამართულ შეხვედრებს თეონა მანაგაძე აშუქებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი
TV IMEDI
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში
TV IMEDI
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ი
TV IMEDI
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster